ლევან მჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა - მადლობა ყველას, ვინც მძიმე დროს გვერდში დამიდგა
ლევან მჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა - მადლობა ყველას, ვინც მძიმე დროს გვერდში დამიდგა

ხანგრძლივი იძულებითი შესვენების პაუზის შემდეგ შემდეგ, ლევან მჭედლიძე მოედანზე პირველად გამოჩნდა – 28 წლის ქართველი თავდამსხმელი “ემპოლის” ფორმით მოსამზადებელ ეტაპზე დაბალი ლიგის “მონტელუპოსთან” გამოჩნდა.

“ემპოლიმ” 5:0 მოიგო. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი კი მოედანზე მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გამოჩნდა. მართალია, გოლი არ გაუტანია, მაგრამ მთავარია, რომ ითამაშა და ამით ძალიან გახარებული დარჩა.

“დიდი ხნის უთამაშებლობის შემდეგ თამაში დიდი სიხარულია. მადლობა ჩვენი გუნდის სამედიცინო პერსონალს, სამწვრთნელო შტაბსა და თანაგუნდელებს, რომლებიც ამ მძიმე პერიოდში გვერდში დამიდგნენ” – ამბობს ლევან მჭედლიძე.

ლევან მჭედლიძემ ბოლოს “მილანის” წინააღმდეგ “სან-სიროზე” 2017 წლის 23 აპრილს ითამაშა, მე-40 წუთზე იტალიურ გრანდს გოლიც გაუტანა, მაგრამ 53-ე წუთზე ჯვარედინი იოგების უმძიმესი ტრავმის გამო მოედნის დატოვება და ხანგრძლივი მკურნალობა მოუხდა.

შეგახსენებთ, რომ “ემპოლი” სერია “ა”-ში დაბრუნდა, ლევან მჭედლიძეს კი კლუბმა ზაფხულში კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა.