ლევან მჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა და „ტორპედოში“ ითამაშებს #1TVSPORT
ლევან მჭედლიძე კარიერას ქუთაისის „ტორპედოში“ განაგრძობს – ინფორმაცია კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაგვიდასტურეს.
„ლევან მჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა და „ტორპედოში“ ითამაშებს. სხვა სახის კომენტარები, კონტრაქტის ვადაზე და ა.შ. უახლოეს დღეებში გაკეთდება“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს ქუთაისური კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ლევან მჭედლიძემ კარიერა „ემპოლიში“ დაიწყო. საქართველოს ნაკრებში 32 მატჩი ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. საქართველოში გამოდიოდა „დინამო თბილისსა“ და ბათუმის „დინამოში“, რომელიც მცირე ხნის წინ დატოვა.
როგორც ქუთაისურ კლუბში გვითხრეს, ლევან მჭედლიძე ვარჯიშობს და სათამაშოდ მზადაა:
„უახლოეს ტურში „დინამო თბილისთან“, ალბათ, არ ითამაშებს, მაგრამ ძალიან მალე ის გუნდს დაეხმარება, რადგან ჩვეული დატვირვით ვარჯიშობს“.