ლევან მჭედლიძე - ფიზიკურად ასე კარგად ცხოვრებაში არ ვყოფილვარ #1TVSPORT
ლევან მჭედლიძე - ფიზიკურად ასე კარგად ცხოვრებაში არ ვყოფილვარ #1TVSPORT

ლევან მჭედლიძე თურქეთშია, სეზონისთვის ქუთაისის „ტორპედოსთან“ ერთად ემზადება და იმედოვნებს, რომ გუნდისთვის და მისთვის 2022 წელი წარმატებული იქნება.

31 წლის თავდამსხმელმა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 32 თამაში აქვს ჩატარებული, პირველი შეკრების ნაწილი გამოტოვა.

„შეკრებაზე ფიზიკური პრობლემების გამო რამდენიმე დღის დაგვიანებით ჩამოვედი – სამწუხაროდ, კოვიდი დამემართა. გუნდს ოთხი დღის შემდეგ შევუერთდი. ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მგონი, ფიზიკურად ასე კარგად ცხოვრებაში ჯერ არ ვყოფილვარ და იმედია, ასეც გაგრძელდება“, – ამბობს ლევან მჭედლიძე.

გამოცდილმა თავდამსხმელმა სეზონისთვის გუნდის მზადებაზეც ილაპარაკა:

„პირველი შეკრება გავაირეთ, რაც მნიშვნელოვანი იყო. ახლა შემდეგ ეტაპზე გადავდივართ და იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის. ეს ეტაპი შეთამაშებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. 4 საკონტროლო შეხვედრა გველის და ეს პირველ ოფიციალურ მატჩამდე დადებითად აისახება“.

გია ცეცაძის ხელმძღვანელობით ქუთაისის „ტორპედომ“ თურქეთში მეორე შეკრება დაიწყო. ამხანაგურ მატჩს გუნდი 5 თებერვალს სერბულ „ნაპრედაკთან“ გამართავს, რომელიც თუქრულ შეკრებაზე „დინამო თბილისს“ დაუზავდა 1:1.