ლევან მაისაშვილმა „შავი ლომის“ შემადგენლობა დაასახელა - სამხრეთ ამერიკაში გუნდი ხუთ თამაშს ჩაატარებს #1TVSPORT
პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ სამხრეთ ამერიკაში მიემგზავრება, სადაც ამერიკის სუპერლიგის მონაწილეებთან ხუთ თამაშს გამართავს.
იქიდან გამომდინარე, რომ „შავი ლომის“ მორაგბეთა ძირითადი ბირთვი საქართველოს ნაკრების წევრებისგან შედგება, სამხრეთამერიკული ტურნე 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების ნაწილია.
ლევან მაისაშვილმა გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 32 მორაგბეა – 18 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშე.
„ვფიქრობ, ყველამ კარგად დაინახა, რამდენად დიდია „შავი ლომის“ როლი ნაკრების მზადების პროცესში. სამხრეთამერიკული ტურნე დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა და მსოფლიო თასისთვის მზადების პროცესში უმნიშვნელოვანესია. აქ გამოდიან ეროვნული ნაკრების კანდიდატები და ის მორაგბეები, რომლებიც მსოფლიო თასის წინ სელექციისთვის მოიაზრებიან და მათ მაღალ დონეზე თამაშის შესაძლებლობა მიეცემათ.
ვეთამაშებით ჩილესა და ურუგვაის ფრენჩაიზებს, რომლებიც 80-90%-ით ეროვნული ნაკრების მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. ასევე, არგენტინულ გუნდებს, რომლებიც, ფაქტობრივად, ამ ქვეყნის მეორე-მესამე ნაკრები არიან და შემადგენლობაში ძლიერი მორაგბეები ჰყავთ. სულ 5 თამაში გვექნება და ყველა მაღალი ხარისხის“, – აღნიშნა ლევან მაისაშვილმა.
შავი ლომი სამხრეთ ამერიკის ტურნეზე
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით აბდუშელიშვილი, გოგა ქადარია; შალვა მამუკაშვილი, გიორგი ჭყოიძე, თენგიზ ზამთარაძე; გიორგი ჩხარტიშვილი, ნიკა პატარაია;
მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, გრიგორ ქერდიყოშვილი, პაატა გალდავა;
მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, ნიკო აფციაური, მიხეილ გაჩეჩილაძე, თორნიკე აქუბარდია;
9-10: თენგიზ პერანიძე, გიორგი მარგალიტაძე; გიორგი ბაბუნაშვილი, ლუკა მატკავა;
12-13: მერაბ შარიქაძე, დემე თაფლაძე, ლაშა ლომიძე, თორნიკე კახოიძე;
11-14: აკა ტაბუცაძე, სანდრო თოდუა, ოთარ ლაშხი;
15: ლაშა ხმალაძე, სოსო მათიაშვილი, მირიან მოდებაძე.
„შავი ლომის“ განრიგი სამხრეთამერიკულ ტურნეში:
9 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა“
„შავი ლომი“ (საქართველო) – „დოგოს XV“ (არგენტინა)
14 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა“
„შავი ლომი“ (საქართველო) – „სელკნემი“ (ჩილე)
21 აპრილი | ბუენოს აირესი. „კასა პუმასი“
„შავი ლომი“ (საქართველო) – „პამპასი“ (არგენტინა)
28 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა“
„შავი ლომი“ (საქართველო) – „სუდამერიკა რაგბი XV“
6 მაისი | მონტევიდეო. „შარუა“
„შავი ლომი“ (საქართველო) – „პენაროლი“ (ურუგვაი)