ლევან მაისაშვილმა საფრანგეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
„საქართველოს ნაკრების“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა საფრანგეთთან მატჩისთვის ბორჯღალოსნების შემადგენლობა დაასახელა.
საინტერსოა, რომ განაცხადში 16 ლეგიონერია – ერთი ინგლისიდან, ერთიც რუსეთიდან, 14 კი საფრანგეთიდან. 14 ლეგიონერიდან ათი ტოპ 14-ის კლუბებში ასპარეზობს, ოთხი – პრო დე2-იდანაა. „შავი ლომიდან“ კი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მორაგბე მოხვდა.
დავით ნინიაშვილი, რომელიც „ლიონის“ რიგებს ზაფხულში შეუერთდა, ლეგიონერის სტატუსით ჩვენს ნაკრებში პირველად ითამაშებს.
საქართველოს ნაკრებს ერთწლიანი შესვენების (ტრავმების გამო) შემდეგ დაუბრუნდნენ ბექა გორგაძე და ქერდიყოშვილი. თებერვლის შემდეგ ბორჯღალოსნებთან ერთად პირაველად ითამაშებს გიორგი ცუცქირიძე.
ლევან მაისაშვილი: „ამ ეტაპისთვის ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს. მცირე ტრავმა აქვს მიხეილ ნარიაშვილს, რომელიც ფიჯისთან მატჩისთვის სავარაუდოდ მწყობრში იქნება. ტრავმიდან ახალი დაბრუნებულია და ფორმაში შედის ლაშა ჯაიანი. სხვა მხრივ ყველანი ჯანმრთელად და კარგად მომზადებულები არიან. სასიხარულოა, რომ ტრავმიდან დაგვიბრუნდნენ ბექა გორგაძე, გრიგორ ქერდიყოშვილი და გიორგი ცუცქირიძე. დარწმუნებული ვარ, რომ მატჩის მსვლელობისას დიდ ძალას შეგვმატებენ შეცვლაზე მყოფი მორაგბეები“.
ბორჯღალოსნებისა საფრანგეთის ნაკრების შერკინება 14 ნოემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.