ლევან მაისაშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა - საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოჰანესბურგშია ჰოსპიტალიზებული
ლევან მაისაშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა - საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოჰანესბურგშია ჰოსპიტალიზებული

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირმაც დაადასტურა, „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი კორონავირუსის გართულებების შედეგად იოჰანესბურგშია ჰოსპიტალიზებული.

„რაგერ.ინფო“ (rugger.info) წერს, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების თავკაცის მდგომარეობა კრიტიკული იყო, ახლა კი სტაბილურად მძიმეა. სამხრეთ აფრიკული გამოცემა „ნეტვერკ24“-ის (Netwerk24) მიხედვით, ლევან მაისაშვილს ფილტვები აქვს დაზიანებული.

შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნებმა“ „ქურციკების“ წინააღმდეგ ტესტმატჩი ორ ივლისს გამართეს და ანგარიშით 40:9 დამარცხდნენ. კორონავირუსი ორივე გუნდის ბანაკში სწორედ ამ დაპირისპირების შემდეგ გავრცელდა. შედეგად ამავე გუნდებს შორის ცხრა ივლისს დანიშნული და შოტლანდიასთან 17 ივლისს თბილისში გასამართი მატჩები გაუქმდა.