ლევან მაჭარაშვილი „საბურთალოს“ ფეხბურთელი გახდა – ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.
საქართველოს თასის მფლობელთან კლუბის ახალწვეულმა ხელშეკრულებას 1+1 სისტემით მოაწერა ხელი.
22 წლის ნახევარმცველი უკრაინაში იზრდებოდა და კარიერა კიევის „არსენალის“ დუბლშემადგენლობაში დაიწყო. 2017-2019 წლებში ლიტვური „სტრუმბრასში“ გამოდიდოა, შარშან ზაფხულში კი სომხეთის ჩემპიონატის „ლორში“ მიიწვიეს, რომლის შემადგენლობაშიც ნახევარი წელი ითამაშა.
ლევან მაჭარაშვილი იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი. ის გია ცეცაძემ მოსამზადებელი ეტაპის დასაწყიში მიიწვია, მაგრამ კონტრაქტი მხოლოდ ესპანური შეკრების დროს გაუფორმეს.