ლევან კუტალიას თვის საუკეთესო გოლისთვის ჯილდო გადასცეს [ვიდეო] #1TVSPORT
სომხეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში, „არარატ-არმენიასთან“ მატჩამდე „ალაშკერტის“ ქართველ თავდამსხმელს, ლევან კუტალიას ჯილდო გადასცეს.
სომხეთის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირმა პრიზი აგვისტოს თვის საუკეთესო გოლისთვის მიიღო. Მან 25 აგვისტოს, „ნოასთან“ მეხუთე ტურის შეხვედრის მე-60 წუთზე საჯარიმო დარტმა შეასრულა და ეფექტური გოლი გაიტანა.
ლევან კუტალიამ სომხეთის ჩემპიონატში ცხრა მატჩში ცხრა გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ქართველი თავდამსხმელი ლიგის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა და კონკურენტს ორი ბურთით ასწრებს.
რაც შეეხება სომხეთის პრემიერლიგის მეცხრე ტურის შეხვედრას, „არარატ-არმენიამ“ „ალაშკერტი“ 3:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში კუტალიას თავი არ გამოუჩენია. თუმცა ქართული გოლი მაინც გავიდა – მე-12 წუთზე ანგარიში მასპინძელთა ნახევარმცველმა, ნიკა ყიფიანმა გახსნა.