ლევან კუტალია ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს #1TVSPORT
ლევან კუტალია ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ლევან კუტალია დაიმატა – ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„ახალი სეზონიდან ბათუმის „დინამოში“ 34 წლის ცენტრალური თავდამსხმელი ლევან კუტალია ითამაშებს“, – წერია ბათუმელთა მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ლევან კუტალიამ პროფესიული კარიერა მშობლიური ზუგდიდის კლუბ „მგლებში“ დაიწყო. 2008 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინაში გადავიდა და ორი სეზონი სარაევოს „სლავიაში“ გაატარა, შემდეგ კი ერთი წელი „ზრინსკში“ თამაშობდა.

2012 წელს ფეხბურთელი საქართველოში დაბრუნდა, სადაც წლების განმავლობაში რამდენიმე გუნდი შეიცვალა – ითამაშა როგორც მთავარ, ისე პირველ ლიგაში. 2017 წელს ქუთაისის „ტორპედოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი და ბომბარდირი გახდა. 2018 წლის დასაწყისში კუტალიას მიერ გატანილი გოლით „ტორპედომ“ საქართველოს სუპერთასი მოიგო, ხოლო იმავე წლის ნოემბერში ქვეყნის თასიც მოიპოვა.

2019 წელს ფეხბურთელი თბილისის „დინამოში“ გადავიდა, სადაც საქართველოს ჩემპიონი (კარიერაში მეორედ) და ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

2020 წლიდან პავლოდარის „ირტიშის“ (ყაზახეთი) წევრი იყო, მერე კი ისრაელში გაემგზავრა და თელ ავივისა და უმ ალ ფაჰმისჰაპოელის“ და „სექცია ნეს ციონას“ ღირსებას იცავდა.

2023 წელს სომხეთის „ალაშკერტში“ ჩაირიცხა, მაგრამ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს ბოლო პერიოდში ცოტას ათამაშებდნენ და გუნდი დატოვა.