ლევან კორღალიძე - ყველაფრის გათვალისწინებით, „ოლექსანდრიასთან“ ფრეს დადებითად ვაფასებ
ლევან კორღალიძე - ყველაფრის გათვალისწინებით, „ოლექსანდრიასთან“ ფრეს დადებითად ვაფასებ

„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ თურქეთში შეკრებაზე გამართული პირველი ამხანაგური მატჩი შეაფასა, რომელშიც თბილისელები უკრაინის ჩემპიონატის მე-8 ადგილოსან „ოლექსანდრიას“ დაუზავდნენ 1:1.

„ეს ჩვენთვის თურქეთში პირველი საკონტროლო მატჩი იყო, მეტოქესთვის კი შეკრებაზე ბოლო სპარინგი გახლდათ, რადგან 14 თებერვალს უკრაინის ჩემპიონატის მატჩი აქვთ. „ოლესანდრიასა“ და ჩვენს მომზადების ეტაპებს შორის სხვაობის გათვალისწინებით, ეს შედეგი დადებითად შემიძლია შევაფასო. ჩვენ გამოვაჩინეთ ხასიათი და თამამად ვითამაშეთ. ამიტომ შეხვედრით კმაყოფილი ვარ“, – ამბობს ლევან კორღალიძე.

„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა თურქეთში არსებულ პირობებზე ილაპარაკა: „მოსამზადებლად იდეალური პირობებია. იმედია, კარგი შეკრება გამოგვივა. თურქეთში ამიტომაც მოდიან გუნდები, თუნდაც ჩვენ, რომ აქ ბევრად კარგ პირობებში ვართ, თუნდაც, მოედნის საფარი ავიღოთ. ამავე დროს, გვსურს, რომ მაღალი დონის ჩემპიონატების გუნდებთანაც მეტი სპარინგი გავმართოთ“.