„საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე დარწმუნებულია, რომ გუნდი მზადაა, საქართველოს ჩემპიონობისთვისაც იბრძოლოს და საქართველოს თასისთვისაც:
„მიხარია, რომ „საბურთალო” თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა. მსაჯებზე საუბარი არ მჩვევია – რადგან დანიშნა თერთმეტმეტრიანი, ჩათვალა რომ წესების დარღვევა იყო. რაც შეეხება დარჩენილ მატჩებს – ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ. ჩვენს გუნდს შესწევს ძალა, რომ ორივე ფრონტზე მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს,“ – ამბობს „საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის მერვედფინალში „საბურთალომ“ ქუთაისის „ტორპედო” 2:0 დაამარცხა და ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს.