ლევან კობიაშვილი - მატჩებზე გულშემატკივრების არდაშვება პრობლემას არ წყვეტს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საფეხბურთო მატჩებზე გულშემატკივრების არდაშვება პრობლემას არ წყვეტს.
„იმ დროს, როდესაც ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა გლობალურად ყოველდღიურად იზრდება, საერთაშორისო მატჩების დახურულ კარს მიღმა გამართვა გამოსავალი არ არის, რადგან ფეხბურთელები სხვადასხვა ქვეყნებში მგზავრობენ და საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებენ.
ყველა ასოციაციამ, „უეფასთან“ ერთად, უნდა იზრუნოს გულშემატკივართა ჯანმრთელობაზე, თუმცა ასევე ფეხბურთელებზე. ეს არის ფაქტორი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. გულშემატკივრების გამოკლებით პრობლემა არ გადაიჭრება“, – წერს კობიაშვილი.