ლევან კობიაშვილი - შესაძლოა, ევროთასების მატჩებზე უეფა-მ საქართველოში მაყურებლები დაუშვას
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ განაცხადა, რომ ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების საქართველოში გამართვის შემთხვევაში, შესაძლოა, უეფა-მ მაყურებელი ტრიბუნებზე დაუშვას.
„ჩვენც და უეფა-ს დაინტერესებულები ვართ, რომ სტადიონზე ხალხი შევიდეს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომ შიდა ჩემპიონატში მაყურებელი თამაშებს ესწრება. ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ეს განაპირობებს იმას, რომ უეფა მაყურებლების გარკვეულ რაოდენობას ევროთასების მატჩებზე დაუშვებს, მაგრამ შემოდგომისთვის რა ვითარება იქნება, როდესაც სანაკრებო თამაშებია დაგეგმილი, ჯერ უცნობია. იმედია, უკეთესი ვითარება იქნება და სტადიონებს უფრო გავხსნით“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.