ლევან კობიაშვილი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ყველა საჭირო დახმარებას უწევს სტუმარი გუნდის წარმომადგენლებს #1TVSPORT
თბილისში ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების დელეგაცია ავტოავარიაში მოჰყვა. ინციდენტი 10 ივნისს, საღამოს, აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცახდება გაავრცელა თბილისში ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების დელეგაციის ავტოავარიაში მოყოლის გამო. ინციდენტი 10 ივნისს, საღამოს აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა.
შემთხვევის შედეგად ბულგარეთის ნაკრების ერთი ფეხბურთელი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ფეხბურთელის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დელეგაციის სხვა წევრები არ დაშავებულან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წუხს მომხდარი ფაქტის გამო და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელს.
„ძალიან ვწუხვარ მომხდარი ინციდენტის გამო. სამწუხაროა, რომ ჩვენს კოლეგებს ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციაში ასეთი ფაქტი შეემთხვათ მგზავრობისას. ბულგარელი ფეხბურთელი, ტოდორ ნედელევი, რომელსაც გუშინ ღამე სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დელეგაციის წევრები თავს კარგად გრძნობენ და ხვალინდელი მატჩისთვის ემზადებიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ყველა საჭირო დახმარებას უწევს სტუმარი გუნდის წარმომადგენლებს. მინდა, ბულგარეთის ნაკრების თითოეულ ფეხბურთელსა და დელეგაციის წევრს კარგად ყოფნა ვუსურვო“, – ამბობს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.