ლევან კობიაშვილი ნაკრების მწვრთნელზე - გვყავს ძლიერი ქართველი სპეციალისტები, მაგრამ უცხოურ ბაზარზეც უნდა გავიხედოთ
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ნაკრების მომავალი მწვრთნელის შესახებ ილაპარაკა.
„არ ვუყურებ ამ საკითხს ასე, რომ მწვრთნელად ქართველი უნდა დაინიშნოს იმიტომ, რადგან საქართველოს ჩემპიონატს მიადევნოს თვალი. ამის პრობლემა არც ვლადიმირ ვაისს ჰქონია. მთავარია, თუ არიან ჩვენს ჩემპიონატში ისეთი მოთამაშეები, რომლებიც სანაკრებო დონეს აკმაყოფილებენ. ასეთები კი ნამდვილად არიან“, – ამბობს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ლევან კობიაშვილი.
იქნება თუ არა გუნდის ახალი მწვრთნელი ქართველი სპეციალისტი? სფფ-ს პრეზიდენტის თქმით, კანდიდატებად ქართველებსაც განიხილავენ და უცხოელებსაც:
„გყვავს ძლიერი სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში არ მუშაობენ. ასეთები აქაც არიან. მაგრამ უნდა გავიხედოთ უცხოურ ბაზარზე, ვინ არის თავისუფალი მწვრთნელი, რომელსაც სანაკრებო გამოცდილება გააჩნია.“