ლევან კობიაშვილი - დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც ამ ამინდშიც არ დატოვეს სტადიონი
ლევან კობიაშვილი - დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც ამ ამინდშიც არ დატოვეს სტადიონი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” მეექვსე ტურში, ბათუმის „დინამო” ანგისას საფეხბურთო კომპლექსში საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 0:0 დაასრულა.

შეხვედრა რთულ კლიმატურ პირობებში გაიმართა, მთელი თამაშის დროს წვიმდა. ამის მიუხედავად, ბათუმელმა გულშემატკივრებმა ტრიბუნები შეასვეს და საყვარელ გუნდს ბოლო წამამდე გულშემატკივრობდნენ.

საქართველოს ჩემპიონატში სავსე ტრიბუნები იშვიათი ამბავია, რის გამოც მომხდარ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა.

„დიდი მადლობა გუნდებს და გულშემატკივრებს, რომლებმაც ამ ამინდშიც კი ბოლომდე დაუჭირეს მხარი მათ გუნდს და არ დატოვეს სტადიონი, ქედს ვიხრი მათი სამაგალითო ქომაგობის წინაშე,” – ამბობს ლევან კობიაშვილი.