ლევან კობიაშვილი და მიხეილ გიორგაძე 17 წლამდე გოგონათა ნაკრებს შეხვდნენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, 17 წლამდე გოგონათა ნაკრებს შეხვდნენ. ჰოლანდიაში გამართულ 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ისტორიაში პირველად ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა. მიხეილ გიორგაძემ გოგონათა გუნდს წარმატება მიულოცა და მომდევნო თამაშებისთვის გაამხნევა. შეხვედრას 17 წლამდე გოგონათა ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით, აგრეთვე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნინო სორდია ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ასაკობრივი გუნდის წევრებმა, მიხეილ გიორგაძეს ნაკრების მაისური საჩუქრად გადასცეს.
შეგახსენებთ,რომ ოქტომბერში ჰოლანდიაში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე, 17 წლამდე გოგონათა ნაკრებმა სამ შეხვედრაში ოთხი ქულა დააგროვა და მომდევნო ეტაპის საგზური, ერთერთი საუკეთესო მესამე ადგილოსნის სტატუსით მოიპოვა.