ლევან კობიაშვილი - ბათუმში უმაღლესი სანაკრებო და საკლუბო თამაშების მასპინძლობა შეგვიძლია
ლევან კობიაშვილი - ბათუმში უმაღლესი სანაკრებო და საკლუბო თამაშების მასპინძლობა შეგვიძლია

ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მისი აშენების მნიშვნელობაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ახალ არენაზე ყველა საერთაშორისო დონის მატჩის გამართვა იქნება შესაძლებელი.

„ბათუმში ამ არაჩვეულებრივი სტადიონის აშენების დღეს მრავალი წელი ველოდით. ეს დღე მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივრებისთვის. ახალი სტადიონი აკმაყოფილებს უეფა-ს ყველა მოთხოვნას და უმაღლესი სანაკრებო და საკლუბო თამაშების მასპინძლობა შეგვიძლია. ასეთი სტადიონი სჭირდებოდა ბათუმს.. დარწმუნებული ვარ, ამ სტადიონის აშენება ჩვენი ფეხბურთის წარმატების საფუძველი გახდება“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში საფეხბურთო სტადიონი 14-წლიანი მოლოდინის შემდეგ გაიხსნა. ის უეფა-ს მეოთხე კატეგორიის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და მასზე სანაკრებო და საკლუბო საერთაშორისო მატჩები გაიმართება. შესაძლოა, ნოემბერში საქართველოს ნაკრებმა სომხეთის და ესტონეთის ნაკრებს ერთა ლიგის მატჩებში ამ სტადიონზე უმასპინძლოს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფაში განაცხადი უკვე წარადგინა.