ლევან ხმალაძე - დიდი მნიშვნელობა არ აქვს, პლეიაუტში ვის შევხვდებით
ლევან ხმალაძე - დიდი მნიშვნელობა არ აქვს, პლეიაუტში ვის შევხვდებით
„სიონმა“ სეზონის ბოლო მატჩი „საბურთალოსთან“ მარცხით დაასრულა – 1:5, ჩემპიონატში მეცხრე ადგილზე გავიდა და გაირკვა, რომ ორმატჩიან პლეიაუტის შეხვედრაში ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ადგილოსანს – „სამტრედიას“ დაუპირისპირდება.
 
გუნდის კაპიტანმა ლევან ხმალაძემ ბოლო ტურის შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. საქართველოს პირველ არხთან გამოცდილი ნახევარმცველი აცხადებს, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, პლეიაუტში „სიონი“ ვის შეხვდება.
„დღევანდელი შეხვედრის შედეგმა გადაწყვიტა, რომ პლეიაუტში ჩვენი მეტოქე „სამტრედია“ იქნება, რომელიც ძლიერი გუნდია. თუმცა, დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა, ვის შევხდებოდით, რადგან „თელავიც“ დააახლოებით „სამტრედიას“ დონის გუნდია და მძიმე ბრძოლა მოგვიწევს“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლევან ხმალაძე.
მან პლეიაუტში „სიონის“ შანსებზეც ილაპარაკა: „ორივე შეხვედრა რთული იქნება. თუმცა, ჩვენ პლეიაუტში მონაწილეობის დიდი გამოცდილება გაგვაჩნია, ზედიზედ მესამედ ვითამაშებთ და დარწმუნებუყლი ვარ, ლიგაში დასარჩენად ყველაფერს გავაკეთებთ და ამ ამოცანას გადავჭრით“.