ლევან იოსელიანი - სააკაშვილის მიმართ არის საქმეები, სადაც პოლიტპატიმრად არ მიმაჩნია
ლევან იოსელიანი - სააკაშვილის მიმართ არის საქმეები, სადაც პოლიტპატიმრად არ მიმაჩნია

ჩვენი პარტია არც ერთი სხვა პარტიის მიერ დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა მედიასთან საუბრისას.

ლევან იოსელიანმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 14 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია არის მისი ლიდერის მხარდასაჭერად. შესაბამისად, არ ვუერთდებით. ჩვენ ჩვენს პარტიას ვაშენებთ და მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ უნდა შევიტანოთ წვლილი სხვა პარტიის მშენებლობაში.

სააკაშვილის მიმართ არის საქმეები, სადაც ის პოლიტპატიმრად არ მიმაჩნია. ეს ეხება სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.