ლევან გოგიჩაიშვილი - „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული გზავნილი მაშინებს
ლევან გოგიჩაიშვილი - „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული გზავნილი მაშინებს

პარლამენტის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმე არ ჰგავს ერთ ჩვეულებრივ შემოწმებას. მისი თქმით, შეიძლება, ადამიანები ვერ გრძნობენ, რა ცუდ რაღაცებს დაედო საფუძველი.

„როდესაც დეჟავიუს შეგრძნებაზე ვსაუბრობდი, ეს ვინმესთან ნიშნის მოგებით არ იყო. ვსაუბრობდი კონკრეტულ ფაქტებზე, მოცემულობაზე, რაც არა ერთ კონკრეტულ საქმეში, არამედ ზოგადად, საზოგადოების განწყობისთვის არის ძალიან ცუდი. „თიბისი ბანკის“ საქმე ეს არ ჰგავს ერთ ჩვეულებრივ შემოწმებას. ეს არის გზავნილი იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ქვეყანაში ძალიან მძიმედ და ძვირად მოიპოვა თავისუფლება, ძალიან ბევრი რამ გასცა და დაკარგა. დღეს ჩვენ ერთი ხელის მოსმით ამ ადამიანებს ყველაფერს ვუკარგავთ და ვეუბნებით, რომ უსაფრთხოდ აღარავინ არის. არათუ „თიბისი ბანკი“, არავინ, რადგან, თუ ვინმეს გაუჩნდება ამა თუ იმ ადამიანის მიმართ ინტერესი, ხან ეროვნულ ბანკს ჩართავს, ხან პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს თუ ფინანსთა პოლიციას. ეს გზავნილი მაშინებს, ვფიქრობ რომ ყველა იმ ადამიანს, რომლის მონაპოვარი არის თავისუფლება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს უნდა იყოს მათთვის მნიშვნელოვანი და არ უნდა გველაპარაკებოდნენ ნიშნის მოგებით. დღეს გველაპარაკებოდნენ რაღაც საკითხებზე, ეს მაშინებს. ვინმეს ჯილდოები კი არა მაინტერესებს, მაშინებს ტენდენცია, რომელიც მე, პარლამენტის წევრმა დავინახე და თქვენც ხომ იცით, რომ ეს ტენდენცია არსებობს, ყველამ ხომ ვიცით გულის სიღრმეში, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.