ლევან გეგეჭკორი - მოედანს ახალი წლის შემდეგ დავუბრუნდები
ლევან გეგეჭკორი - მოედანს ახალი წლის შემდეგ დავუბრუნდები

ბათუმის „დინამოს“ მცველი ლევან გეგეჭკორისთვის სეზონი დასრულებულია – ეს 26 წლის ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან განცხადა.

„თურქეთში ორშაბათს გავფრინდი და ოპერაცია გავიკეთე. წვივის ძვლის მოტეხილობა და მყესების დაზიანება მქონდა. საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და უკვე ბათუმში დაბრუნებაც მოვასწარი,“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლევან გეგეჭკორი.

26 წლის მცველი ფოთის „კოლხეთთან“ საკონტროლო შეხვედრის დროს დაშავდა. ტრავმა იმდენად მძიმე გამოდგა, თამაში შეწყდა და ფეხბურთელი პირდაპირ საავადმყოფოში გააქანეს. გეგეჭკორმა ჯერ არ იცის, მოედანს რამდენ ხანში დაუბრუნდება.

„სეზონი ჩემთვის დასრულებულია. რეაბილიტაციისა და ფორმის აღსადგენად დააახლოებით ხუთი თვე დამჭირდება. ასე რომ, მოედანს ახალი სეზონიდან დავუბრუნდები“.

ლევან გეგეჭკორი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო და ვლადიმირ ვაისის დროს ეროვნულ გუნდში საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.