საქართველოს ნაკრების ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ „მონპელიესთან“ სამ წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 26 წლის ბურჯი „ტულონს“ ცხრა სეზონის შემდეგ ტოვებს. როგორც მან „რაგბიპასთან“ ინტერვიუში განაცხადა, გუნდიდან შერეული ემოციებით დატვირთული მიდის –
„ჩემთვის ძალიან რთულია „ტულონის“ დატოვება, თუმცა ეს ჩემთვის სასარგებლო იქნება“.
ჩილაჩავას საქართველოს ნაკრებში 40 კეპი აქვს მოხვეჭილი და ფრანგულ კლუბს საგრძნობლად გააძლიერებს. „მონპელიემ“ წელს 8 მორაგბე დაიმატა. მათ შორის ლევან ჩილაჩავას გარდა ჯულიენ ლედევეკი და ჯოჰან ჰუსენი არიან.
ქართველი ბურჯი ახლა „ბორჯღალოსნებთან“ ერთად იაპონიაში იმყოფება. კოტე მიქაუტაძის და მიხეილ ნარიაშვილის „მონპელიეს“ ის საფრანგეთში დაბრუნებისთანავე შეუერთდება.