„ლესტერმა“ მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა

16:53, 24.02.2019

ლესტერმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა კლოდ პუელი, – ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს. 57 წლის სპეციალისტი პრემიერლიგის ბოლო ტურში „კრისტალ პალასთან“ 1:4 მარცხის შემდეგ გაანთავისუფლეს.

ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე, „ლესტერს“ უხელმძღვანელებენ მაიკ სტოუელი და ადამ სედლერი.
პუელი „ლესტერს“ 2017 წლის ოქტომბერში ჩაუდგა სათავეში. მანამდე ის „მონაკოში“, „ლიონში“, „ნიცაში“, „საუთჰემპტონსა“ და სხვა კლუბებში მუშაობდა.

„ლესტერი“ 32 ქულით მე-12 ადგილზეა ინგლისის ჩემპიონატში.

მსგავსი