„ლესტერი“ თავის სტადიონთან დაღუპული მფლობელის ქანდაკებას დადგამს
„ლესტერი“ თავის სტადიონთან დაღუპული მფლობელის ქანდაკებას დადგამს

პრემიერლიგის კლუბმა „ლესტერმა“ მოითხოვა უფლება – საკუთარი სტადიონის „კინგ პაუერის“ სიახლოვეს დადგას კლუბის აწ გარდაცვლილი მფლობელის ვიშაი შრივადჰანაპრაბჰას ქანდაკება.

ვიშაი ავიაკატასტროფაში 2018 წლის ოქტომბერში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

კლუბმა უკვე გააშენა მემორიალური ბაღი ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილას. კლუბის ახალი საწვრთნელი ბაზა, რომლის ღირებულება იქნება 100 მილიონი ფუნტი, სავარაუდოდ, ასევე ვიშაის სახელს მიიღებს. ბაზის გახსნა 2020 წლის ზაფხულში იგეგმება.

„ლესტერი“ გეგმავს 4.7 მეტრის სიმაღლის ქანდაკების დადგმას. ეს იქნება ბრინჯაოს ძეგლი ლურჯი ფერის კვარცხლბეკზე.