ლეროი სანეს „ბაიერნში“ გადასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა
ლეროი სანეს „ბაიერნში“ გადასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელ ლეროი სანეს „ბაიერნში“ გადასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ არის. მიუხედავად იმისა, რომ თავად ფეხბურთელს გერმანულ გრანდში თამაში სურს, გუნდები ერთმანეთში ვერ თანხმდებიან და არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ ახალგაზრდა ფორვარდი კვლავ ინგლისში დარჩება.

როგორც ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ იუწყება, მიუნხენელები „მანჩესტერ სიტის“ 40 მილიონ ევროს სთავაზობენ და ამაზე მეტის გადახდა არ სურთ, „ქალაქელებს“ კი ეს თანხა არ აკმაყოფილებთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „სიტი“ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის დადებას აპირებს.

სანეს ამჟამინდელი შეთანხმება მომავალი წლის ზაფხულამდეა ძალაში.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა გერმანელი „მანჩესტერ სიტიში“ 2016 წელს „შალკედან“ გადავიდა და ტრანსფერის თანხამ მაშინ 52 მილიონი ევრო შეადგინა.