ლერი აბულაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 63კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლერი აბულაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ქართველი ოქროს მედლისთვის სერბ სებასტიან ნადს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:3 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ აბულაძე ევროპის მოქმედი ჩემპიონია.
დღესვე მოგვიანებით ტურნირზე ბრინჯაოს მედლებისთვის ჯონი ხეცურიანი (67კგ) და გელა ბოლქვაძე (82კგ) იჭიდავებენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე დღემდე ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ვერცხლის მედალი იყო. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ნუგზარ წურწუმიამ მეორე ადგილი დაიკავა. ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს რეპეშაჟიდან ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი, მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ინარჩუნებს.