ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონია, ნუგზარ წურწუმიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ბუდაპეშტში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში ქართველი ლერი აბულაძე (63კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ახალგაზრდა ფალავანმა ფინალში აზერბაიჯანელი ტელეჰ მამადოვი 3:1 დაამარცხა.
ფინალურ ბლოკში ასევე პირველი ადგილისთვის იჭიდავა 55კგ-ში მოასპარეზე ნუგზარ წურწუმიამაც, მაგრამ სამწუხაროდ, დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. მოგვიანებით კიდევ ერთი ქართველი, რობერტ კობლიაშვილი 87კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.