L'equipe - „მეცმა“ გიორგი მიქაუტაძე „ბარნლიში“ 15 მილიონ ევროდ არ გაუშვა, კლუბს მეტის მიღება სურს #1TVSPORT
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’equipe-ი ამტკიცებს, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ში დაწინაურებულმა „მეცმა“ უარი უთხრა ინგლისის პრემიერლიგის „ბარნლის“, რომელიც ქართველი თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერში 15 მილიონ ევროს იხდიდა.
„„მეცმა“ ინგლისური „ბარნლის“ წინადადება უარყო, რომელიც გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს იხდიდა.
გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, ფეხბურთელი და სეზონის აღმოჩენა გახდა. ამ მიღწევების გამო მან ბევრი გუნდის ყურადღება მიიქცია.
ლოტარინგიული კლუბი, ბონუსების ჩათვლით, 20 მილიონ ევროს ელოდება 22 წლის თავდამსხმელისთვის. მიქაუტაძეს, რომელიც მარსელის „ოლიმპიკში“ თამაშზე ოცნებობს, „ბარნლის“ გარდა, რომის „ლაციო“ და ერთ-ერთი გერმანული კლუბი იწვევს“, – ამტკიცებს ფრანგული გამოცემა.