L'Equipe-ი – კიტეიშვილით „მეცი“ დაინტერესდა, მაგრამ გრაცის „შტურმი“ ფეხბურთელის გაშვებას არ გეგმავს #1TVSPORT
ფრანგული გამოცემის, L’Equipe-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის ტრანსფერით გიორგი მიქაუტაძის გუნდი, საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარი „მეცი“ დაინტერესდა, თუმცა ავსტრიული კლუბი ამ ცნობას უარყოფს.
„ოთარ კიტეიშვილის კონტრაქტი „შტურმთან“ სეზონის ბოლოს სრულდება. ავსტრიული გუნდის ფეხბურთელის ტრანსფერით საფრანგეთის პირველი დივიზიონის კლუბი „მეცი“ დაინტერესდა. კავშირი გასაგებია, ლოტარინგიულ გუნდში საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი მიქაუტაძე თამაშობს.
„მეცი“ გამთამაშებელს ეძებს. წარუმატებელი იყო იმრან ლუზასთან მოლაპარაკება, რომელიც, საბოლოოდ, „ლორიანმა“ იჯარით „უოტფორდში“ გაუშვა.
ავსტრიული კლუბის სპორტული დირექტორის, ანდრეას შიკერის განცხადებით კი, კიტეიშვილთან დაკავშირებით სანერვიულო არაფერია და ის „შტურმში“ დარჩება“, – წერს ფრანგული გამოცემა.