ლეონიდ სლუცკი - ყველა ელის, კვარაცხელია ყოველ ეპიზოდში ხუთ ადამიანს მოატყუებს, მაგრამ ეს შეუძლებელია #1TVSPORT
ლეონიდ სლუცკიმ „როსტოვთან“ გამარჯვების შემდეგ (1:0) პრესკონფერენციაზე თამაში შეაჯამა. ყაზანის „რუბინის“ მთავარ მწვრთნელს კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც დაუსვეს.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იკითხა – „დღეს ხვიჩა არც ისე შესამჩნევი იყო. მას კარგად ვერ ამარაგებდნენ თუ მცველმა ითამაშა კარგად?“
„ვერ ვიტყვი, რომ ხვიჩა საერთოდ არ ჩანდა. მან მრავალი კარგი ეპიზოდი მაინც შექმნა, რამდენჯერმე დაარტყა და რამდენიმე ეპიზოდში კარგი გადაცემაც გააკეთა. უბრალოდ, ყველა ელის, რომ ის ყოველ ეპიზოდში ხუთ ადამიანს მოატყუებს, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელია“, – ამბობს სლუცკი.
„უცხოური კლუბების დაინტერესებაზე გავრცელებული უამრავი ინფორმცია მასზე ფსიქოლოგიურად ცუდად ხომ არ მოქმედებს და ამის შესახებ ხომ არ ელაპარაკეთ?“ – ყაზანის „რუბინის“ მთავარ მწვრთნელს ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით ამ საკითხზეც მოუხდა კომენტარის გაკეთება.
„არ მოქმედებს. ვხედავ, ხვიჩა როგორ ვარჯიშობს და მუშაობს. ამიტომ ამის შესახებ მასთან დამატებით საუბრებს აზრი არ აქვს“, – განაცხადა სლუცკიმ.