ლეონიდ სლუცკი - დიდი პაუზის შემდეგ კვარაცხელია ჯერ სათამაშო ტონუსში არ არის #1TVSPORT
ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ბათუმის „დინამოსთან“ მატჩი (2:2) და ზამთრის მეორე შეკრება შეაჯამა, რომელიც 8 თებერვალს დასრულდა. მესამე ეტაპი ბელეკში 12-დან 24 თებერვლამდე გაიმართება.
„ბათუმის „დინამოსთან“ მატჩის შედეგით უკმაყოფილონი ვართ. მაგრამ ეს არ არის ყველაზე მთავარი. ასეთი თამაში პირველ ტაიმში საერთოდ არ მახსოვს – ვგულისხმობ ამდენ საგოლე მომენტს და იმ ეპიზოდებს, რომლების გამოუყენებლობაც კურიოზებში შეიძლება შევიტანოთ. რამდენჯერმე ახლო მანძილიდან ცარიელ კარში ვერ გავიტანეთ. ქარმა თამაშს დიდი კვალი დაატყო. პირველ ტაიმში ზოგადად თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ – მიუხედავად იმისა, რომ ქარის წინააღმდეგ ვთამაშობდით. მეორე ტაიმში, როცა ბევრ ცვლილებას აკეთებ, ინდივიდუალურ მომენტებს უფრო უყურებ“, – განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.
ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ჩემპიონთან საგოლე მომენტების ცუდ რეალიზაციაზეც გააკეთა კომენტარი:
„დასრულდა მეორე შეკრება. მიუხედავად ამისა, სასურველი სასტარტო შემადგენლობით ჯერაც არ გვითამაშია. დარჩენილია ერთი შეკრება და სამი თამაში ძალიან კვალიფიციურ მეტოქეებთან. მნიშვნელოვანია, რომ ამ თამაშებს მეტ-ნაკლებად კარგ კონდინციებში შევხვდეთ. რატომაა საგოლე მომენტების დაბალი რეალიზაცია? „ხიმკისთან“ სადაც არ დაარტყეს, ბურთს ყველგან მეკარე გადაეფარა. ბათუმის „დინამოსთან“ მომხდარს კი ვერ ავხსნი. მაგალითად, ორი მეტრიდან ზუევმა ბურთი ცარიელ კარში როგორ ვერ გაიტანა. ონუგჰამ კი 15 მეტრიდან ააცილა“.
ლეონიდ სლუცკიმ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობაზეც ილაპარაკა:
„პირველი კვარაცხელიამ დიდი პაუზის შემდეგ ითამაშა. მანამდე ბოლო მატჩი დეკემბერში ჰქონდა ჩატარებული. გამოდის, თითქმის ორი თვე სათამაშო ტონუსი არ ჰქონდა. ამიტომ მის შემთხვევაში არასასურვლი საგოლე რეალიზაციის მიზეზები უფრო გასაგებია. ზოგიერთის შემთხვევაში კი ეს მიზეზი ნაკლებად მესმის“.