ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ მოსკოვის „სპარტაკთან“ (1:2) სეზონის ბოლო მატჩი შეაჯამა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ილაპარაკა.
„იმ ეპიზოდში, როდესაც ბოლო წუთებზე „სპარტაკის“ კარში კვარაცხელიას წაქცევაზე მეორე პენალტი არ დანიშნეს, ჩანდა, რომ მეკარემ ხვიჩაზე წესი დაარღვია. მე ასე მომეჩვენა“ – განაცხადა ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა.
სლუცკის თქმით, აუტსაიდერი გუნდის მწვრთნელისთვის რთული იყო გამოუცდელი კვარაცხელიასთვის ნდობის გამოცხადება, მაგრამ მან იმედები გაამართლა: „კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდაა და ზამთრამდე პრაქტიკულად სასტარტო შემადგენლობაში არ ჩნდებოდა. როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს ათამაშებ, ასი პროცენტით დარწმუნებული ვერ იქნები, რომ თავს გამოავლენენ. ძალიან მიხარია, რომ ბევრმა მათგანმა საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენა“.