ლეონიდ სლუცკი - არა მგონია, კვარაცხელია რომ ყოფილიყო, მეტი მომენტი შეგვექმნა
ყაზანის „რუბინი“ ხაბაროვსკის სკა-ს ესტუმრა და რუსეთის თასის შეხვედრა 0:1 წააგო. ეს შეხვედრა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გამოტოვა.
გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკის რუსეთის თასის 1/16 ფინალურ მატჩის შემდეგ კითხვა კვარაცხელიას უთამაშებლობაზეც დაუსვეს.
„ხაბაროვსკში თამაში ყველასთვის რთულია. ასეთი გამოცდილება არ გვაქვს. მატჩის დაწყებამდე სამი საათით ადრე ჩამოვედით. გასაგებია, რომ ხანგრძლივი ფრენა ყოველთვის რთულია, მინდორიც ხელოვნურია და ასეთ ამინდში არ გვითამაშია. მაგრამ წაგება მაინც დასანანია. იმოქმედა თუ არა ხვიჩასა და დესპოტოვიჩის არყოფნამ? ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორმა უფრო მეტი გავლენა მოახდინა. რომც ყოფილიყვნენ დესპოტოვიჩი და კვარაცხელია, არა მგონია, რომ უფრო მეტი მომენტი შეგვექმნა. რადგან ჩვენთვის ძალიან უჩვეულო პირობები იყო, რასაც, სამწუხაროდ, ვერ გავუმკლავდით“, – ამბობს ლეონიდ სლუცკი.