ლეონე ნაკარავა EPCR-მა ევროპის საუკეთესო მორაგბედ დაასახელა
ლეონე ნაკარავა EPCR-მა ევროპის საუკეთესო მორაგბედ დაასახელა

პარიზულ „რასინგ 92“-ში მოთამაშე ლეონე ნაკარავა EPCR-მა (ევროპის პროფესიონალური საკლუბო რაგბი) 2018 წლის საუკეთესო მორაგბედ დაასახელა.

ფიჯელის კლუბმა ჩემპიონთა თასის ფინალი ირლანდიურ „ლენსტერთან“ დათმო. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა გულშემატკივრებმა და რაგბის ექსპერტებმა მიიღეს. ხმის მიცემაში მონაწილეობა სარეკორდო ოდენობის გულშემატკივარმა მიიღო.

ნაკარავას კონკურენტები მაქსიმ მაშნო, სკოტ ვარდი, ტად ფურლონგი და ჯონი სექსტონი იყვნენ. 2015 წლის შემდეგ ნაკარავა პირველია საფრანგეთის „ტოპ 14“-იდან, ვინც აღნიშნული პრიზი დაიმსახურა.

საგულისხმოა, რომ მის მიერ  „კლერმონისთვის“ „ჩემპიონთა თასის“ მეოთხედფინალში დადებული ლელო პლეიოფის საუკეთესო ლელოდ აღიარეს.