„პარი ზენ-ჟერმენმა“ კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე ლეონარდოს ნესიმენტო დე არაუჟუს დაბრუნების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ამ თანამდებობაზე ბრაზილიელმა პორტუგალიელი ანტერო ენრიკე შეცვალა.
49 წლის ლეონარდო, რომელიც ბრაზილიის ნაკრებში 1990-2002 წლებში თამაშობდა, კმაყოფილებას გამოთქვამს ამ ახალ თანამდებობაზე დანიშვნით.
„ბედნიერი ვარ, რომ პარიზში ისევ ჩამოვედი“, – განაცხადა მან, – „ეს კლუბი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფეხბურთელობისას და ახლაც მნიშვნელოვანია. აქ ბევრი ემოციური მომენტი განმიცდია 90-იანების ბოლოს და შემდეგაც, როდესაც სპორტულ დირექტორად ვმუშაობდი“.
1996-1997 წლებში, „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშისას, ლეონარდომ 34 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.