ლეონარდო - „პარი სენ-ჟერმენმა“ 200 მილიონამდე დაკარგა
ლეონარდო - „პარი სენ-ჟერმენმა“ 200 მილიონამდე დაკარგა

„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კლუბის ფინანსური დანაკარგების შესახებ ისაუბრა და ასევე გამოთქვა მოსაზრება უახლოესი სატრანსფერო სტრატეგიის შესახებ.

„კორონავირუსის პანდემია მთელ პლანეტას შეეხო და ცხოვრების ყველა სფეროზე აისახა. უეჭველია, რომ ეს სატრანსფერო ბაზარზეც იმოქმედებს. ამბობენ, რომ ჩვენ 200 მილიონი დავკარგეთ და ალბათ ეს რიცხვი მართლაც ახლოს არის რეალობასთან. მე არ მჯერა, რომ ამ ზაფხულს 100-მილიონიანი ტრანსფერები განხორციელდება, რადგან ამხელა ფულის დახარვჯბის უფლებას საკუთარ თავს ვერავინ მისცემს. ამიტომ, უფრო კრეატიულები უნდა ვიყოთ და გამოსავალი უფრო იაფ გარიგებებში ვეძებოთ“, – განაცხადა ლეონარდომ „ფუტბოლ იტალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი კლუბში მუშაობას განაგრძობს. იგივე ეხებათ კილიან მბაპესა და ნეიმარს. ასევე გაირკვა, რომ კლუბს ბრაზილიელი მცველი ტიაგო სილვა და ურუგვაელი ედინსონ კავანი დატოვებენ.