ლეონარდო ბონუჩი 2024 წელს კარიერას დაასრულებს #1TVSPORT

00:24, 17.05.2023
ALLIANZ STADIUM, TORINO, ITALY - 2023/05/14: Leonardo Bonucci of Juventus Fc  looks on during the Serie A football match between Juventus Fc and Us Cremonese. Juventus Fc wins 2-0 over Us Cremonese. (Photo by Marco Canoniero/LightRocket via Getty Images)

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ კარიერის დასრულება დააანონსა.

„როცა მომავალი წლის ზაფხულში კარიერას დავასრულებ, დასრულდება იტალიური დაცვის სტილის ეპოქა. იდგე უდიადესთა გვერდით, სიამაყის საბაბია და იმედი მაქვს, მომავალში ბევრი მცველი, ისეთები, როგორებიც იყვნენ ბარეზი, მალდინი, ნესტა, კანავარო, ჩვენც კერპებად ჩაგვთვლიან. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ბევრს მივაღწიეთ და ბევრი მივეცით ფეხბურთს.

ბავშვობაში, როცა ქუჩაში ბურთს დასდევ, ოცნებობ, ჩაიცვა ისეთი გუნდის მაისური, როგორიცაა „იუვენტუსი“ და ითამაშო 500-ჯერ მის რიგებში. ეს ნიშნავს იმას, რომ „იუვენტუსის“ ისტორიაში შეხვედი და ეს განსაცვიფრებელი ემოციებია.

ამ მაისურთან ერთად ცხოვრება იგივეა, 12 წელი სიზმარში იცხოვრო. და ჩემში ყოველთვის ცხოვრობს ის ბავშვი, რომელსაც უხარია მოედანზე გასვლა, რადგან ეს მისი ოცნება იყო“, – განაცხადა 36 წლის მცველმა.

ბონუჩის კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მსგავსი