„ლოს ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდმა კავაი ლეონარდმა მუხლის ჯვარედინ მყესებზე ოპერაცია გადაიტანა. FOX Sports-ის ჟურნალისტის სკიპ ბეილესის ინფორმაციით, კალათბურთელმა ეს ნაბიჯი კლუბისგან საიდუმლოდ გადადგა.
„ლეონარდმა ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ კლუბში არ იცოდნენ ამის შესახებ. მხოლოდ მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მან და მისმა გარემოცვამ დარეკეს კლუბში და ამბავი შეატყობინეს“, – დაწერა სკიპ ბეილესმა.
კავაიმ ტრავმა 15 ივნისს, „იუტასთან“ მეოთხედფინალური სერიის მეოთხე მატჩში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ დაბრუნებულა.
30 წლის ამერიკელმა „კლიპერსში“ ორი სეზონი გაატარა და საშუალოდ მატჩში 26 ქულა, 6.8 მოხსნა, 5.0 შედეგიანი პასი და 1.7 ჩაჭრა დააგროვა.