ლეო მესი ევროპის საუკეთესო დრიბლიორია, მბაპე 29-ე ადგილზეა, რონალდო ტოპ 50-ში ვერ მოხვდა
ანალიტიკურმა ცენტრმა ფუტბოლ ობსერვატორიმ (Football Observatory) გამოაქვეყნა 2018 წლის საუკეთესო დრიბლიორთა სია. ჩამონათვალში შესულები არიან მხოლოდ ტოპ 5 ქვეყნების ჩემპიონატებში მონაწილე ფეხბურთელები.
პირველი ადგილი დაიკავა ბარსელონას ფორვარდმა ლიონელ მესიმ – არგენტინელი ყოველ 19.2 წუთში ერთხელ ახერხებს მეტოქის ფეხბურთელის ჩამოშორებას. შემდეგ მოდიან ნიცას თავდამსხმელი ალან სენ-მაქსიმინი (19.8 წუთი) და ჩელსის ნახევარმცველი ედენ აზარი (21.0 წუთი).
ამ ტრიოს გარდა, საუკეთესო ათეულში შევიდნენ: ნაიმ სლიტი (დიჟონი), უსმან დემბელე (ბარსელონა), ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი), მარკუს ტიურამი (გენგამი), ჯეფ რენ-ადელაიდი (ანჟე), ვილფრიდ ზაჰა (კრისტალ პალასი) და ანხელ კორეა (ატლეტიკო).
ამ სიაში პარი სენ-ჟერმენის ფორვარდმა კილიან მბაპემ 29-ე ადგილი დაიკავა. იუვენტუსის შემტევი კრიშტიანო რონალდო ტოპ 50-ში საერთოდ ვერ მოხვდა.