ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა 2020 წლის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც ადგილი არ მოიძებნა ლიონელ მესისთვის.
სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: მანუელ ნოიერი (ბაიერნი)
დაცვა: სერხიო რამოსი (რეალი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), ალფონსო დევისი (ბაიერნი), ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (ლივერპული)
ნახევარდაცვა: ტიაგო ალკანტარა (ლივერპული), კევინ დე ბრუინი (სიტი), ჯოშუა კიმიხი(ბაიერნი), ნეიმარი (პსჟ).
თავდასხმა: კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი, 5 წარმომადგენელი მიუნხენის „ბაიერნს“ ჰყავს.