ლენს არმსტრონგი - ვაკეთებდი იმას, რაც უნდა გამეკეთებინა
ლენს არმსტრონგი - ვაკეთებდი იმას, რაც უნდა გამეკეთებინა

ლეგენდარულ და სკანდალურ ამერიკელ ველომრბოლ ლენს არმსტრონგს მისაღებად მიაჩნია ის დარღვევები, რომელიც კარიერის განმავლობაში ჰქონდა.

„ჩვენ ვაკეთებდით იმას, რაც უნდა გაგვეკეთებინა მოგებისთვის. ეს უკანონო იყო, მაგრამ არაფერს შევცვლიდი, თუნდაც დამეკარგა ბევრი ფული და მთლიანად ჭუჭყში აღმოვჩენილიყავი. დიახ, ყველაფერს ძველებურად დავტოვებდი. დავრჩებოდი ჩემი მოქმედებების ერთგული“, – განაცხადა 47 წლის არმსტრონგმა NBC Sports-თან კომენტარში.

ამერიკელმა „ტურ დე ფრანსი“ ზედიზედ შვიდჯერ მოიგო, მაგრამ დოპინგის გამოყენების გამო, ყველა ტიტული ჩამოართვეს. არმსტრონგი ერითროპოეტინის მიღებაზე ჩავარდა.