ლენს არმსტრონგი - დოპინგის მიღება 21 წლიდან დავიწყე
ლენს არმსტრონგი - დოპინგის მიღება 21 წლიდან დავიწყე

ლეგენდარულმა და სკანდალურმა ამერიკელმა ველომრბოლელმა ლენს არმსტრონგმა აღიარა, რომ პრაქტიკულად პროფესიული კარიერის დასაწყისიდანვე იღებდა აკრძალულ პრეპარატებს.

„ამჯერად, მოტყუებას არ ვაპირებ. როგორც მახსოვს, 21 წლის ვიყავი. კორტიზონის მიღება 1992 წელს, პროფესიონალის რანგში ჩემს პირველივე სეზონში დავიწყე. ერთი წლის შემდეგ, მსოფლიოს თასზე გავიმარჯვე“, – განაცხადა ლენს არმსტრონგმა მასზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერის წინ.

2013 წელს, არმსტრონგმა აღიარა დოპინგის მიღება და სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღო. მას ჩამოერთვა 1998 წლიდან მოპოვებული ყველა ტიტული, მათ შორის, შვიდი გამარჯვება ტურ დე ფრანსზე.