ლენოქს ლუისმა სამი საყვარელი მძიმეწონოსანი დაასახელა
ლენოქს ლუისმა სამი საყვარელი მძიმეწონოსანი დაასახელა

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა ლენოქს ლუისმა განაცხადა, რომ WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის, ამერიკელი დეონტეი უაილდერის (42-0-1, 41KO) ნიჭის დიდი თაყვანისმცემელია.

ამასთან, ბრიტანელმა ლეგენდამ არ დაივიწყა და შეაქო თავისი თანამემამულეები – ტაისონ ფიური (29-0-1, 20KO) და ოთხი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ენტონი ჯოშუა (23-1, 21KO). სწორედ ამ სამ მოკრივეს ასახელებს საუკეთესოდ ლუისი დღეს სუპერმძიმე წონით კატეგორიაში.

„ჩემს ტოპ-სამეულში შევიდნენ – დეონტეი უაილდერი, ტაისონ ფიური და, რა თქმა უნდა, ენტონი ჯოშუა. ამ მომენტისთვის მათ ასეთი თანმიმდევრობით დავაყენებ“, – განაცხადა WorldBoxingNews-სთან კომენტარში ლუისმა.