ლემპარდმა გულშემატკივრებს მიმართა - „ჩელსისთვის“ ყველაფერს გავაკეთებ #1TVSPORT
ლემპარდმა გულშემატკივრებს მიმართა - „ჩელსისთვის“ ყველაფერს გავაკეთებ #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ ახლად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლემპარდმა კლუბის გულშემატკივრებს მიმართა.

„მინდა, იცოდეთ, „ჩელსისთვის“ ყველაფერს გავაკეთებ. თავს არ დავზოგავ გუნდის იმ სიმაღლზე ასაყვანად, სადაც „ჩელსის“ ვხედავ და თქვენ იმაყებთ. ალბათ არ არის საჭირო, ბევრი ვისაუბრო იმაზე, თუ რას ნიშნავს ჩემთვის „ჩელსის“ გულშემატკივარი. აქ 13 წელი ვთამაშობდი, შემდეგ მწვრთნელად ვმუშაობდი და ამ გუნდთან საოცარი მომენტები მაკავშირებს. იყო სირთულეებიც, მაგრამ „ჩელსიში“ მოსვლის დღიდან გულშემატკივრების დიდ თანადგომას ვგრძნობდი. მათი უსაზღვროდ მადლიერი ვარ. ჩვენ თუ ერთად ვიქნებით, „სტემფორდ ბრიჯზე“ საოცარ ენერგიას დავაბრუნებთ. მე სწორედ ამის გაკეთებას შევეცდები“, – განაცხადა ფრენკ ლემპარდმა.