ლემპარდმა დაადასტურა, რომ „ჩელსი“ ჟირუს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ ოლივიე ჟირუს გაყიდვაზე ლონდონურ კლუბში უარს არ იტყვიან.
ფრანგ თავმდამსხმელს „ჩელსის“ დატოვება სურს, რადგან სათამაშო პრაქტიკა აკლია და ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება. მიმდინარე სეზონში მან სულ შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
„ჟირუს ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრე. თუ გაჩნდება წინადადება, რომელიც კლუბსაც და ფეხბურთელსაც დააკმაყოფილებს და ჟირუ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ჩვენ, რა თქმა უნდა შემხვედრ ნაბიჯს გადავდგამთ.
თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ყველა მხარე ერთმანეთის ინტერესს გაითვალისწინებს“, – ციტირებს ფრენკ ლემპარდის სიტყვებს ВВС.