„ევერტონის“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფრენკ ლემპარდი მთავარ მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლოს, რაც ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დადასტურდება, – იუწყება Sky Sports-ი.
ლემპარდმა „ევერტონი“ გასული წლის ინვარში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2022/2023 წლების სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, მხოლოდ 15 ქულა დააგროვა და ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზეა.
პრემიერლიგის მიმდინარე სატურნირო ცხრილს კი 50 ქულით „არსენალი“ ლიდერობს.