ლემიემ და უილსონმა იჩხუბეს (ვიდეო)

ჰოკეის ნაციონალურ ლიგაში (NHL) „ვაშინგტონისა“ და „რეინჯერსის“ შეხვედრა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

მესამე პერიოდში მცირე ინციდენტის გამო, „რეინჯერსის“ თავდამსხმელ ბრენდან ლემიეს თავს „ვაშინგტონის“ ჰოკეისტი ტომ უილსონი დაესხა. ვალში არც ლემიე დარჩა და მომხდურს მუშტებით „გაუმასპინძლდა“. საბოლოოდ, ორივე სპორტსმენი ყინულზე დავარდა, თუმცა ჩხუბი არ შეუწყვეტიათ.

მოჩხუბრების გაშველება დიდი ძალისხმევის შემდეგ მოხერხდა.

„ვაშინგტონისა“ და „რეინჯერსის“ დაპირისპირება კი სტუმრების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 1:4.