„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა ქალთა კვირეულის ფარგლებში 12 ახალი წევრი ქალი წარადგინეს

12:26, 03.03.2020

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა ქალთა კვირეულის ფარგლებში 12 ახალი წევრი ქალი წარადგინეს: სოფიო შამანიდი; მანანა ნაჭყებია; ეკატერინე დიასამიძე; სალომე მგელაძე; თამარ იაშვილი; ლეილა მამედოვა; ნათია შარაბიძე; მანანა თევზაძე; მირანდა კუპრავა; ანა ბიბილაშვილი; მარიამ ხუნდაძე და რუსუდან მგელაძე. ახალი წევრები პარტიის წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა წარადგინა.

პოლიტიკურ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალთა როლის გაძლიერება პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

მათივე ცნობით, ქალთა კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც.

ამასთან, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში „ლელოში“ ქალთა საბჭო დაფუძნდება.

მსგავსი