პოზნანის „ლეხი“ ევროპის ლიგის პლეი ოფში ბელგიურ „შარლერუას“ გასვლაზე შეხვდა – პოლონეთის ვიცე-ჩემპიონმა, სადაც ნიკა კაჭარავა გადავიდა, ეს რთული შეხვედრა მოიგო და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ნიკა კაჭარავა სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. ის სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს შეხვედრას, რომელიც „ლეხმა“ შესანიშნავად დაიწყო. პოლონელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.
„შარლერუა“ მეორე ნახევარში გააქტიურდა და 51-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, მაგრამ „ლეხი“ მეკარემ გადაარჩინა.
56-ე წუთზე ბელგიელებმა სხვაობა მაინც შეამცირეს, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხეს – „ლეხმა“ 2:1 მოიგო და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.